თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. მმართლმსაჯულების განმახორციელებელმა ორგანომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსამართლის გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს. თემას გუშინვე გამოეხმაურნენ პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა“ - წერს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე .