„ის, რაც ახლა საქართველოში ხდება "აღმაშფოთებელია" - ასე შეაფასა შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა, პალიტრანიუსის კითხვის საპასუხოდ, ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები. შვედი აქტივისტი გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, გამოხატავს მხარდაჭერას ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოდიან. გრეტა თუნბერგი 2019 წელს, ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად დაასახელა. 2019 და 2020 წლებში შვედი აქტივისტი ნობელის პრემიაზეც იყო ნომინირებული.