უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკვე 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით უკრაინის პარტნიორებს სათანადო რეაქცია არ აქვთ.
„დღეს იყო ცალკე მოხსენება დაზვერვის მთავარი დირექტორატისა და საგარეო დაზვერვის სამსახურისგან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ. კურსკის ოლქში უკვე 11 000-ია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეელების ზრდას და ვერ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების რეაქციის ზრდას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.