რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას.
მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შესაძლო დამატებითი სანქციების მიღების შესახებ განცხადებას არ გააკეთებდა.