26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციების ბრალდებებს ხელისუფლება საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხს დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩეველთა მობილიზებისა და მაღალი მხარდაჭერის მიზეზების შესახებ ოპონენტების კრიტიკას საფუძველი არ გააჩნია. პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილებს უკვე გამოეხმაურნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.