საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქართველი დიპლომატების მისამართით და ქართული დიპლომატიის დღე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მილოცვის გარეშე ჩაიარა - როგორ აფასებენ ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკური მხარეები - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქართველი დიპლომატების მისამართით და ქართული დიპლომატიის დღე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მილოცვის გარეშე ჩაიარა - როგორ აფასებენ ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკური მხარეები

2024-11-04 20:54:19+04:00

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქართველი დიპლომატების მისამართით და ქართული დიპლომატიის დღე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მილოცვის გარეშე ჩაიარა. სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი ქართველ ელჩებს გადამწყვეტ მომენტში დუმილსა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ზურაბიშვილის თქმით, დიპლომატები ხელისუფლების ანტიევროპულ ნაბიჯებებს არ აპროტესტებენ. „საქართველოს დადუმებულო ელჩებო“ - სწორედ ასე მიმართავს პრეზიდენტი თავისი განცხადების მთავარ ადრესატებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსი დამოკიდებულება არ უკვირს.