მოლდოვის „სოციალისტების პარტია“ - მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა - ჩვენ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს არ ვაღიარებთ - Palitra News

მოლდოვის „სოციალისტების პარტია“ - მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა - ჩვენ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს არ ვაღიარებთ

2024-11-04 18:59:11+04:00

მოლდოვის „სოციალისტების პარტიის“ განცხადებით, უცხოეთის საარჩევნო უბნებზე მიცემულ ხმებს არ აღიარებენ, - ამის შესახებ პარტიის განცხადებას მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ი ავრცელებს.

„მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა. „სოციალისტების პარტია“ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებულ კენჭისყრას არ აღიარებს, რისი წყალობითაც, სანდუ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პრორუსული „სოციალისტების პარტია“ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ალექსანდრე სტოიანოგლოს უჭერდა, რომელმაც ხმების 44,67% მოიპოვა და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან დამარცხდა. მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო.