ევროპარლამენტის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის. რობერტა მეცოლამ ესპანურ გამოცემა „ელ მუნდოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა თავდაცვის კავშირი უნდა შექმნას. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც ნატო-ს შეავსებს. მისი განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის გამო ევროპა უკიდურესად არასტაბილური სიტუაციის ზღვარზეა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, ვინ შევა თეთრ სახლში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალიანსი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.