ირანი კიდევ უფრო მძლავრი ქობინებისა და სხვა იარაღის გამოყენებით, ისრაელის თავდასხმაზე კომპლექსურ რეაგირებას გეგმავს. უცხოური გამოცემის ინფორმაციით, ირანმა არაბ დიპლომატებს განუცხადა, რომ მისი არმია ოპერაციაში ჩაერთვება. სტატიის თანახმად, ირანის რეგულარული არმიის ჩართვა არ ნიშნავს, რომ მისი ჯარები განლაგდებიან. ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ოპერაციის ნაწილისთვის შესაძლოა, ერაყის ტერიტორია გამოიყენოს. სამიზნე, სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო ობიექტები იქნება.