მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-ევროპელმა ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ხმების 55-ი მთელი 41 მეასეთი პროცენტი აქვს, მის მეტოქეს, პრორუს ოპოზიციონერ ლიდერს, მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს ალექსანდრ სტოაინოგლოს კი მხარი ამომრჩეველთა 55-მა მთელმა 59-მა მეასედმა პროცენტმა დაუჭირა. სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიასპორის ხმებით შეძლო. ქვეყნის შიგნით ის მოწინააღმდეგეს ხმების 2-ი მთელი ოთხ პროცენტიანი სხვაობით ჩამორჩა. მან მოლდოვის დედაქალაქშიც გაიმარჯვა, სადაც მხარი ამომრჩეველთა დაახლოებით 57- მა პროცენტმა დაუჭირა. საერთაშორისო ლიდერებმა მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და მოლდოვასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.