სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - Palitra News

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

2024-11-04 15:39:16+04:00

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. დღეიდან ყველა მოქალაქე ვაქცინაციის ჩატარებას სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ შეძლებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია ჯანმოს მიერ რეკომენდებული, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.