ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია სივრცე კავკასია და საქართველოს მომავლის აკადემია ხობის 66- ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-3 უბნის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. სხდომას მომჩივანი მხარეები არ დასწრებია. ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა .არასამთავრობო ორგანოზაციებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.