საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქართველ დიპლომატებს და სალომე ზურაბიშვილის მილოცვის გარეშე ჩავლილი დიპლომატიის დღე. ქვეყნის მთავარსარდალი ფეისბუქ პოსტში ელჩებს ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში დუმილსა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ზურაბიშვილის თქმით, დიპლომატები ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიევროპულ ნაბიჯებებს არ აპროტესტებენ... „საქართველოს დადუმებულო ელჩებო“ - ასე მიმართავს პრეზიდენტი საკუთარი განცხადების მთავარ ადრესატებს. ხელისუფლებას სალომე ზურაბიშვილის მსგავსი დამოკიდებულება არ უკვირს. როგორ აფასებენ ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებას პოლიტიკური მხარეები.