26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციების ბრალდებებს ხელისუფლება საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხს დღეს ვრცელი ბრიფინგი მიუძღვნა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩეველთა მობილიზებისა და მაღალი მხარდაჭერის მიზეზების შესახებ ოპონენტების კრიტიკას საფუძველი არ გააჩნია. პარლამენტის გზავნილებს უკვე გამოეხმაურნენ არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები. რა არგუმენტები აქვთ მხარეებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად?