საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პერმანენტული და უწყვეტი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ დღევანდელი საპროტესტო მსვლელობის მარშრუტიც გასაჯაროვდა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად 17:00 საათზე „სადგურის მოედანზე“, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიკრიბებიან, მსვლელობით კი 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. ოპონენტები არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის შემუშავებული გეგმის გასაჯაროვებას გეგმავენ. ხელისუფლება პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას „სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკურ აგონიას" უწოდებს. რა განცხადებები ჟღერდება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან აქციის აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე?