რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინელებმა გასულ ღამეს ყველა დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც ოკუპანტებმა ქვეყნის ტერიტორიას შეუტიეს. ადგილობრივი მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მტერმა უკვე ნაცნობი ტაქტიკა გამოიყენა, მაგრამ მიზანს ისევ ვერ მიაღწია. კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, დედაქალაქ ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში, ღია ადგილებში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, რამაც ხანძრები გამოიწვია. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.