ვიხილავთ თუ არა მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით? - მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით სწორედ მაია სანდუ იმარჯვებს. მეორე ტურის ხმების 98-ი პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემებით, სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45%-ი მოიპოვა. საერთაშორისო ლიდერები მაია სანდუს გამარჯვებას ულოცავენ. მათი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიულმა პრინციპებმა გაიმარჯვა. როგორ ეხმაურებიან მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპელი ლიდერები ნატალია თვაური მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.