სადამკვირვებლო მისია „ ჩემი ხმა” საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. სპეციალურ ბრიფინგზე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესსა და გამოკვეთილ დარღვევებზე. რა ბრალდებებს უყენებს სადამკვირვებლო მისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს და აქვს თუ არა ორგანიზაციას ობიექტური გამოძიების იმედი?