ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლას ქუჩებში იწყებს. კოალიციური ძალები დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საკუთარ მხარდამჭერებს ელოდებიან. აქციაზე, რომელიც კოალიცია “ძლიერი საქართველოს”, “ცვლილებისთვის” და “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაანონსეს, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდება. აქვს თუ არა ოპოზიციას რესურსი მმართველ პარტიას ხელახალი არჩევნების ჩატარება აიძულოს? უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებულები არიან , რომ ქართულ ოცნებას ოპონენტების საბოტაჟის აღკვეთა არ გაუჭირდება. შედგა თუ არა ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შეხვედრა საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე და როგორია მათი მოქმედების სტრატეგია?