სიენენის ინფორმციით, ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორ ტარებაში დაადანაშაულა. გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად ადგილობრივ სტუდენტურ სოციალურ მედიაარხზე გამოქვეყნდა, შემდეგ კი სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს.