რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში გუშინ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო . ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ფართი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაკეტილი იყო და იქ ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.