საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა - Palitra News

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

2024-11-04 09:15:19+04:00

1. საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საია-ს ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ანალოგიური შინაარსის სარჩელები ქვეყნის არც სხვა სასამართლოებმა დააკმაყოფილეს. არასამთავრებო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოსამართლეს საზოგადოებისათვის ხმის ფარულობის უფლების დაბრუნებით ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოს მიმართ ნდობა აღედგინა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა.