1. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღეიდან კვლავ საპროტესტო აქციების ეპიცენტრი გახდება. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. სამი კოალიციური ძალა „ძლიერი საქართველო“, ცვლილებისთვის“ და „ ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის პროტესტს არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნევს. ოპოზიცია შესაძლო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებასა და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს, სამოქმედო გეგმის დამატებითი დეტალების გასაჯაროებას კი სწორედ დღეს აპირებს. აქციის გამართვამდე კოალიციის ლიდერები უკვე შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. კოალიციური ძალები პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას არ აპირებენ.