საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა უხდის. პრემიერი აღნიშნავს რომ სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.