დღეს, „კოალიცია ცვლილებებისთვის-ს“ ოფისში ოპოზიციური პარტიებსა და საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა - Palitra News

დღეს, „კოალიცია ცვლილებებისთვის-ს“ ოფისში ოპოზიციური პარტიებსა და საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

2024-11-02 20:11:01+04:00

დღეს, „კოალიცია ცვლილებებისთვის-ს“ ოფისში ოპოზიციური პარტიებსა და საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი საკითხი პარტიების სამომავლო გეგმები და ასევე დაანონსებული საპროტესტო აქციებია. ოპოზიციის წევრები სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილად სწორედ აქციებს ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ხმები მიიტაცა.