დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა. „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის კემი ბეიდინოკმა ხმების უმრავლესობა მიიღო, მეორე ადგილზე კი იმიგრაციის ყოფილი მინისტრი, რობერტ იენრიკი გავიდა. ბეიდინოკის თქმით, თანამდებობაზე არჩევა მისთვის დიდი პატივია, რადგან კონსერვატიულმა პარტიამ მას ძალიან ბევრი მისცა. კემი ბეიდინოკი 2017 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობაზე კი მან რიში სუნაკი შეცვალა.