ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა სპეციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს მიერ აკრიდიტებულ რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ მალკევიჩის შესახებ ისაუბრა. იოსელინმა აღნიშნა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს. იოსელიანმა ისიც აღნიშნა, რომ კალანდარიშვილის არასოდეს უსწავლია და არასდროს ყოფილა რუსეთში. იოსელიანის განცხადებით, რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ასევე მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ არის მიზანმიმართული.