„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ 73-ტ საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები და ე.წ. ჩეკების სიები გასაჯაროვდეს, თუმცა, როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, ეს საჩივრები „ტოტალურად არ დაკმაყოფილდა“. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული სიები საკვანძო ინფორმაციას ინახავს არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მისივე თქმით, საოლქო კომისიები მოქმედებენ არა კანონით, არამედ დირექტივით, რომ „დანაშაული დაფარონ“.