. „დავიბრუნოთ ქვეყანა“ - სწორედ ამ ლოზუნგით დღეს 20:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება. მისი ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“. როგორც ამ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბდა, ასევე დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც მსგავსი საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.