საგამოძიებო უწყებებში არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. პრეზიდენტის შემდეგ, პროკურატურას უნდობლობას ხელისუფლების ოპონენტებიც უცხადებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ „ქართულ ოცნებაში“. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკრეტული მტკიცებულებების შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია თითოეული საარჩევნო უბნის მონაცემების გახსნა საგამოძიებო უწყებას მოსთხოვოს. უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ.