პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა - Palitra News

პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა

2024-11-02 15:35:37+04:00

პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გამოხატულია ღრმა შეშფოთება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების, მათ შორის ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. განცხადებაში საუბარია მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესებაზე, შეფასება საქართველოში ევროპის საბჭოს პრესის თავისუფლების ბოლო მისიის დასკვნებს ეყრდნობა. პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას "დაასრულოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა ინციდენტი“.