ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ განიხილავენ ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ გზავნილებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პარტნიორების წინასწარი შეფასებით, არჩევნები არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. ოპოზიცია დასავლეთის მხარდაჭერას ხედავს თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ქვეყნის სრული წარმატებისთვის, საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერაა აუცილებელი. უცვლელია მმართველი პარტიის რიტორიკა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2030 წელს საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.