მტრები გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„მტრები, ეს სიონისტური რეჟიმი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, აუცილებლად მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმის გამო, რასაც ისინი ირანის, ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის წინააღმდეგ აკეთებენ“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ხამენეის თავდასხმის დრო და პოტენციური მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც ირანმა 14 აპრილსა და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისას გამოიყენა.