სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასება არ არის მანდატი, რომელსაც სახალხო დამცველი ფლობს. „პალიტრანიუსთან“ საუბრისას, ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ ომბუდსმენის ოფისი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ არის, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები - ამაზე სახალხო დამცველი ვერ იმსჯელებს. რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენის ოფისი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დასკვნებს ენდობა. მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მიმართავს, პოტენციური ძალადობის შემთხვევები გამოიძიონ.