აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა. პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები. სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის 69-ეა 2021 წლის აგვისტოდან. წინა სამხედრო დახმარების პაკეტი აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 21 ოქტომბერს კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა.