სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

2024-11-02 12:29:31+04:00

სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იუწყება, დაღუპულებს შორისაა 7 წლის გოგონა. სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ქალია. სამაშველო ოპერაციაში 80 მაშველია ჩართული, ისინი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მუშაობენ. სერბეთის მთავრობამ 2 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.