. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები მათთვის არ არის გასაკვირი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროკურატურა „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშაა, რის გამოც მათ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ „ქართულ ოცნებაში“. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ.