საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ფოფხაძემ მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. სტუმრებმა სიმულაციების კლასი და გამოფენილი სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერეს.