რა როლი აქვს განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში - ლევან მგალობლიშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა - Palitra News

რა როლი აქვს განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში - ლევან მგალობლიშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა

2024-11-01 20:16:31+04:00

რა როლი აქვს განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცებსში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთოების გაღრმავებისა და განვითარების ნაწილში, უნივერსიტეტის საქმიანობის როლზე. ლევან მგალობლიშვილმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.