მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სხდომა მარნეულის სასამართლოში დღეს ჩატარდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული, სიტყვით ისარგებლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც.