საგამოძიებო უწყებებში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია - თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტები უწყებას უნდობლობას უცხადებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ „ქართულ ოცნებაში“. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია, რომ საგამოძიებო უწყებას მოსთხოვოს თითოეული საარჩევნო უბნის მონაცემების გახსნა. თუმცა უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ მათ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ.