იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუ მხედველობაში მივიღებთ სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და დახმარებას უკრაინელი ლტოლვილებისთვის, პოლონეთმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, იმაზე მეტი გააკეთა უკრაინისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, - მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთი უკრაინისთვის „მიგ-29“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს.
სიკორსკის თქმით, აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ პოლონეთის თითქმის 300 ტანკი, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავებია.
„ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ ფრონტის წინა ხაზის ქვეყანა. ასევე გვემუქრება რუსეთი და ყველაფერი არ არის შესაძლებელი“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინას კვლავ სურს „მიგ-29“ გამანადგურებლების მიღება პოლონეთიდან, მაგრამ პოლონური მხარე ამ თვითმფრინავებს ჯერ არ აწვდის.