„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის, ჰოსეინ სალამის განცხადებით, ირანზე განხორციელებული აგრესიული აქტის საპასუხოდ, ისრაელი წარმოუდგენელ პასუხს მიიღებს. ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელელები არასწორად ფიქრობენ, რომ რამდენიმე რაკეტის გაშვებით ისტორიის შეცვლა შეუძლიათ. სალამიმ ისრაელის ხელისუფლებას საპასუხო ოპერაცია შეახსენა, რომელიც ირანმა პირველ ოქტომბერს განახორციელა. როგორც მან აღნიშნა, ირანულ რაკეტებს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. შეგახსენებთ, ისრაელის თავდასხმას ირანზე ოთხი ირანელი სამხედრო ესმხვერპლა, დაზიანდა რამდენიმე ობიექტიც. ისრაელში ამტკიცებენ, რომ სამინზე ირანის რაკეტების მწარმოებელი ქარხნები იყო.