რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეკემბერში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას მისაღებად მალტაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა „ვედომოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ სცენარით ლავროვი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ეწვევა. ზახაროვას თქმით, ღონისძიების მასპინძელმა ქვეყანამ ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყნის მუშაობის შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს. რუსეთში მალტის საელჩომ „ვედომოსტს“ განუცხადა, რომ 5-6 დეკემბერს, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მალტაზე გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მის ყველა წევრს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას ეხება.