1. მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და კიდევ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე დაკავებული 2 პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.