საგამოძიებო უწყებებში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საგამოძიებო უწყებებში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2024-11-01 15:31:32+04:00

საგამოძიებო უწყებებში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია. ხელისუფლების ოპონენტები უწყებას უნდობლობას უცხადებენ. ობიექტური გამოძიების იმედი არც არასამთავრებო ორგანიზაციის ნაწილს აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია თითოეული საარჩევნო უბნის მონაცემების გახსნა საგამოძიებო უწყებას მოსთხოვოს. თუმცა უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ.