ლორელის ოლქის ერთ-ერთი ამომრჩევლის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაარეგისტრირა - Palitra News

ლორელის ოლქის ერთ-ერთი ამომრჩევლის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაარეგისტრირა

2024-11-01 15:28:18+04:00

1. კენტუკის შტატში, ლორელის ოლქის ერთ-ერთი ამომრჩევლის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაარეგისტრირა .ფაქტის ამსახველ ვიდეოს ამომრჩეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ის რამდენჯერმე ცდილობს, დონალდ ტრამპის კანდიდატურა მონიშნოს, თუმცა ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ ფიქსირდება. ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით აპარატი უბნიდან მოიხსნა. ხმის მიცემის პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საქმეს კენტუკის გენერალური პროკურორის ოფისი იძიებს. მოგვიანებით ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიულეტენის მოსანიშნი აპარატი ტექნიკურად გაუმართაბი იყო და ხმებს არ ამუშავებდა. აშშ-ში მონიშვნის აპარატები ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ არჩევანი ბიულეტენზე და შემდეგ ისინი ხმების დასათვლელად ფიზიკურად დაბეჭდონ. ბრაუნის თქმით, თუ აპარატი არასწორ ბიულეტენს ბეჭდავს, ამომრჩევლებს შეუძლიათ, ის გააუქმონ და სწორი ვერსია დაბეჭდონ.