„ევროპის სახალხო პარტია“ - საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს ჩადენილი ყველა დარღვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ - Palitra News

„ევროპის სახალხო პარტია“ - საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს ჩადენილი ყველა დარღვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ

2024-11-01 12:17:43+04:00

საერთაშორისო პარტნიორების მორიგი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას. დასავლელი და ევროპელი ლიდერები ქვეყანაში ჩატარებულ აჩევნებს პრობლემურს უწოდებენ და ქართულ ოცნებას ქართული დემოკრატიის ჩამოშლაში ადანაშაულებენ. აშშ-ის ჰელსინკის კომისია ვარაუდობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ოპოზიცია საქართველოში. მათი შეფასებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, ევროკომისიის შეუსრულებელი რეკომენდაციები და ახლა უკვე ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებული შესაძლო დარღვევები ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგია.