ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა - Palitra News

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

2024-11-01 12:17:13+04:00

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიამ დარეგისტრირებული 15 საჩივრიდან 8 საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ. ფოთის 70 -ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ორი დღის,განმავლობაში 15 საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა.