პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. პროკურატურას ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც მიმართა. არასამთავრებო ორგანიზაცია მზადაა საგამოძიებო უწყებებს შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მხრიდან საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს. პროკურატურაში დაბარების მიუხედავად საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადებულა სალომე ზურაბიშვილი. პროკურატურას უნდობლობას უცხადებს ოპოზიციაც.
რა პროცესშია გამოძიება და როგორ აფასებენ საკითხს პოლიტიკური სუბიექტები მეტ დეტალს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.